ჩვენი სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით და საბაზო საფეხურზე; ზნეობრივად, ინტელექტუალურად, ფიზიკურად ჯანსაღი და ეროვნული ღირებულებების მქონე თაობის აღზრდა მართმადიდებლური ღირებულებების შესაბამისად; მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ–ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა; სკოლა უზრუნველყოფს: მოსწავლეთა მოტივირებას გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით და მისცემს მათ ღრმა, საფუძვლიან და მტკიცე ცოდნას; საგანმანათლებლო –სააღმზრდელო პროცესი წარიმართება საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო მიზნების და ამოცანების შესაბამისად;
ეს მნიშვნელოვანია!
2017 წლის 26 მარტს სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდიის მიერ მოწყობილ კონკურსში ა(ა)იპ წმ.მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის" მოსწავლემ ნინო ნატროშვილმა დაიკავა პირველი ადგილი კატეგორია "სოლო"–ში, ეკატერინე ჩაგელიშვილმა პირველი ადგილი კატეგორია "წყვილებში", ხოლო ბარბარე ჩაგელიშვილმა მე–5 ადგილი კატეგორია "სოლო"–ში. ვულოცავთ ჩვენს პატარებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მრავალ კონკურსში გამარჯვებას.
სამეჯლისო ცეკვების კონკურსი
2017 წლის 24 მარტს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის ბიბლიოთეკაში მოეწყო ლადო ასათიანის ლექსების წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა პოეტის დაბადების 100 წლისთავს. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პოეზიის პოპულარიზაციას და ღირსეული წინაპრის გახსენებას. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და აღტაცებით კითხულობდნენ, მართლაც საოცარ ლექსებს ახლად წარმოდგენილი კრებულიდან. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიება "ამ იებმა დედიკონა შენი თავი მომაგონა" სახელწოდებით ა(ა)იპ წმ.მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის მე–3 მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა მიულოცეს თავიანთ საყვარელ დედებს. ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით კიდევ ერთხელ გაგვილამაზეს ერთი დღე.
2017 წლის 31 იანვარს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–იტერნატში მოეწყო კორპორატიული საღამო. ღონისძიების მიმდინარეობისას პედაგოგები ერთმანეთს შეეჯიბრნენ მხატვრულ კითხვაში, სიმღერასა და ცეკვაში. ჩატარდა შეჯიბრება სხვადასხვა აქტივობებში.გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებული მასწავლებლები. საღამომ ჩაიარა ხალისიანად და საინტერესოდ. პედაგოგებმა ერთმანეთს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.
][center]
2016 წლის 11 მაისს ა(ა)იპ წმინდა ვახტან გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის ბუნებისმეტყველების პედაგოგმა მანან მუღალაშვილმა, მე–2 კლასსში ჩაატარა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე –''ერთად ავაფეთქოთ ვულკანი". ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით შექმნეს ვულკანის მაკეტი და ჩაატარეს ცდა.
მე-2 ბ კლასში თანაკლასელი ანა პოპოვა ძალიან მოენატრათ, რომელიც სხვა ქალაქში გადავიდა სასწავლებლად .ბავშვებმა, ფერადი ქაღალდებისაგან გააკეთეს თოჯინა და სიმბოლურად ანა დააბრუნეს კლასში.:)
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში,ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული გაკვეთილი ჩატარდა სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში მე2 ბ და მე-2ა კლასში.(პედაგოგი გია ყაჭაშვილი)
თემა:ძაფებით ხატვა, შემოდგომა.
ა(ა)იპ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა- ინტერნატის პირველი კლასის მოსწავლეებმა(კლასის დამრიგ.მადონა ხუციშვილი,პედ.ნონა პოპიაშვილი)მიიღეს მონაწილეობა ქ.დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში,ლექსის მხატვრულ კითხვაში.კონკურსში მონაწილეობდნენ:
ნუცა სესიტაშვილი
ბარბარე ჩაგელიშვილი
მარიამ ჯინაშვილი
ანასტასია ჯამასპიშვილი
სოფიო იაკობიშვილი
ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი,ჟიურის რჩეული კი გახდა ბარბარე ჩაგელიშვილი.
ვულოცავთ ჩვენს აღსაზრდელებს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.

გამოკითხვა

შეაფასეთ ჩვენი საიტი

სხვა გამოკითხვები...