Skola-Gorgasali.Org

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა-ინტერნატი

ჩვენი სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით და საბაზო საფეხურზე; ზნეობრივად, ინტელექტუალურად, ფიზიკურად ჯანსაღი და ეროვნული ღირებულებების მქონე თაობის აღზრდა მართმადიდებლური ღირებულებების შესაბამისად; მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ–ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა; სკოლა უზრუნველყოფს: მოსწავლეთა მოტივირებას გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით და მისცემს მათ ღრმა, საფუძვლიან და მტკიცე ცოდნას; საგანმანათლებლო –სააღმზრდელო პროცესი წარიმართება საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო მიზნების და ამოცანების შესაბამისად;
ეს მნიშვნელოვანია!
2017 წლის 12 დეკემბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნეტის მე–3 კლასის მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი საგნის პედაგოგების ქეთევან საბიაშვილის და გია ყაჭაშვილის ინიციატივით ჩაუტარდათ გასვილითი გაკვეთილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებაში. ბავშვებმა დაათვალიერეს სკოლის ინტერიერი, სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები და მათი სამუშაო იარაღები: მოლბერტი, პალიტრა, საძერწი დაზგა. პედაგოგებმა პატარებს საშუალება მისცეს მათთვის სასურველი მასალით შეესრულებინათ ნატურმორტი. გაკვეთილის დასასრულს კი იქვე მოაწყვეს შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.
გასვლითი გაკვეთილი სამხატვრო სკოლაში
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ჩატარდა მე–3 ა და ბ კლსების ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით: "შემოდგომის იუბილარები". ბავშვებმა გააცოცხლეს იაკჯობ გოგებაშვილის და ილია ჭავჭავაძის ცხოვრება – შემოქმედების ამსახველი სურათები. სცენარის სახით წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა".
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქალბატონ მაყვალა მაძღარაშვილის თანადგომით ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე" მოსწავლის შეფასება". მადლობას ვუხდით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს და ქალბატონ მაყვალას იმ თანადგომისათვის რომელსაც იჩენენ ჩვენი სკოლის მიმართ.
მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს მე-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაკვეთილის დასაწყისში ბავშვებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს შემოდგომაზე. აღნიშნეს,რომ მზიან და თბილ ამინდს მალე ცივი და წვიმიანი დღეები შეცვლის, ამიტომ ბავშვებმა გადაწყვიტეს ტყეში გასეირნება და სამკურნალო მცეენარეების მოგროვება. მოსწავლეებს დაურიგდათ ფერადი სტიკერები, სადაც ჩამოწერეს ის მცენარეები, რაც ტყეში მოაგროვეს, სტიკერები მოათავსეს დაფაზე. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა არ იცნობდა სამკურნალო მცენარეებს, ამის შემდეგ მასწავლებელმა დაურიგა და გააცნო მათ შემდეგი სამკურნალო მცეენარეები: ასკილი, ცაცხვი, პიტნა, გვირილა, კომშისა და ჟოლოს ფოთლები. ასევე ნახეს სლაიდშოუ, გაიგეს,თუ როგორ უნდა გამოიყენონ სამკურნალო ცენარეები. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ექიმი, რომელიც ესაუბრა ბავშვებს მოსალოდნელ ვირუსებზე, როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან და როგორი სასარგებლოა გაცივების დროს სამკურნალო მცენარეები. ამის შემდეგ ბავშვებს ისევ დაურიგდათ ფერადი სტიკერები, სადაც უნდა დაეწერათ სამკურნალო მცენარეები, რაც გაკვეთილზე ნახეს და შეისწავლეს, დაავალებას ყველამ კარგად გაართვა თავი. გაკვეთილი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები. დასასრულს მიირთვეს სამკურნალო მცენარეების ჩაი, რომელიც ძალიან მოეწონათ. ბავშვებმა შეაჯამეს გაკვეთილი, აღნიშნეს, რომ საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩაატარეს. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები.



გამოკითხვა

შეაფასეთ ჩვენი საიტი

სხვა გამოკითხვები...